
ავტორი
Front News საქართველო
ამიტომაც არის, რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის კრიტიკას.
“რაც შეეხება შაჰინის ამ განცხადებას, ამის შემდეგ, რაც ახლა თქვენ მოგიყევით, სულ გუშინ თუ გუშინ წინ რაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, ევროკომისარმა, ეს არ არის ვთქვათ კუბილიუსი, ან რაღაც გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრიგოროვები, არა, ეს არის დანიშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს, ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი და შაჰინმა, აი ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი ტაქტიკით, ამიტომაც არის, რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. ასეთი მიდგომით, არასწორი, არასამართლიანი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს, შაჰინი ამას რომ მეტყვის ახლა, რითი განსხვავდება კუბილიუსისგან”, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს