
ავტორი
Front News საქართველო
უსამშობლო ადამიანების რამე კატეგორია თუ არსებობს, ასეთია ბატონი არახამია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“უსამშობლო ადამიანების რამე კატეგორია თუ არსებობს, ასეთია ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტის ენაზე და მისი პატრიოტიზმის ვის სჯერა? საგარეო მიმართულებით ის არის ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს ალაპარაკებს. უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ხალხია და მათი ერთიანობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს ხოშტარიებს, არახამიებს, მათ ლობისტებს, არ გამოუვათ, საქართველო ომში არ ჩაერთვება, ქვეყანად განვითარება სჭირდება და საქართველო წლის ბოლოს სტატუსს მიიღებს“, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს