
ავტორი
Front News საქართველო
აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ტელევიზიების მოთხოვნა გაითვალისწინეს, თუმცა გადაწევა მოხდება სექტემბრამდე ვერ მოხდება და ოპტიმალური ვადა შეირჩა.
“პირველი მოსმენის შემდეგ გამოითქვა გარკვეული ტელევიზიებიდან სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამის განთავსების თვალსაზრისით. ვითვალისწინებთ და რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზებისთვის მარტიდან ამოქმედდება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, საკმარისი ვადაა, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს”, – განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანპონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებულად დაამტკიცა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს