ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლით იმუქრება


ავტორი
Front News საქართველო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
თეირანი შესაძლოა, გავიდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდან (NPT) ევროპარლამენტის მოწოდების საპასუხოდ, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.
“ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი, როგორიცაა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუშაობს, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. თუ ისინი არ აიღებენ გონივრულ კურსს და არ გამოასწორებენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს, ირანი განიხილავს ყველა ვარიანტს”, – განაცხადა აბდოლაჰიანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ევროპარლამენტი არ ისწრაფვის გადაწყვეტილების განხორციელებას და ეს იყო მხოლოდ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის ემოციური გამოსვლა.
თაგები:
ირანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს