Logo

ირანი ჩარევით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს

მსოფლიო
689
Frontnews image description

ირანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ჩაერევა ომში, თუ IDF ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Axios ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ვითარებას იცნობენ.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი კატარში “ჰამასის” ლიდერს ისმაილ ჰანიეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, “ჰამასმა” განაცხადა, რომ ირანმა შეაფასა ისრაელზე თავდასხმა როგორც “ისტორიული გამარჯვება”.

 

ასევე ამ შეხვედრის დროს, მონაწილეები “შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა “ჰამასის” “მიზნების” მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ “ჰამასიც” და ირანიც ოფიციალურად აცხადებენ თავიანთ მთავარ პრიორიტეტად საგარეო პოლიტიკაში ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას.

 

იმავდროულად, ირანმა გაეროს მეშვეობით გაუგზავნა მესიჯი ისრაელს, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, მაგრამ ჩაერევა, თუ ისრაელის ოპერაცია ღაზაში გაგრძელდება.

 

Sky News ასევე იუწყება, რომ ისრაელის მაღალჩინოსანმა დაადანაშაულა ირანი სირიიდან მეორე ომის ფრონტის გახსნის მცდელობაში. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ჯოშუა ზარკამ განაცხადა, ირანელები სირიაში აქტიურად მოქმედებენ და იქ იარაღს ათავსებენ.

 

ეს განცხადება სირიასა და ისრაელს შორის საჰაერო თავდასხმების ფონზე გაკეთდა.

 

თაგები:

ისრაელი
Advertisement