ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
ღამით ისრაელის ტერიტორიის ირანის მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა.
ყველაზე მეტად ჩრდილოეთით და ცენტრში მდებარე სამი ქალაქი, ასევე თელ-ავივი დაზარალდა.
ბათ-იამში ირანის რაკეტა შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა: 80 წლის ქალი, 69 წლის ქალი და 10 წლის ბიჭი. მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან 8 წლის გოგონას ცხედარი ამოიყვანეს, რითაც დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ბათ-იამზე თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 35 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
მაშველების ცნობით, ბათ-იამსა და რეხოვოტში ირანის თავდასხმის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.
ირანის იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დაღუპულია ქალი 13 და 20 წლის ქალიშვილებთან და ნათესავთან ერთად.
ვარაუდობენ, რომ 15 ივნისის ღამით თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, ისრაელი და ირანი უკვე მესამე დღეა, სარაკეტო და დრონების დარტყმებს ცვლიან.
პირველი თავდასხმა ისრაელმა 13 ივნისის ღამეს განახორციელა, ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაესხა თავს და ათობით ირანელი სამხედრო მეთაური გაანადგურა.
ირანმა ისრაელზე 150 ბალისტიკური რაკეტის გაშვებით უპასუხა.
14 ივნისის საღამოს, ისრაელზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ქალაქი ხაიფა სერიოზულად დაზიანდა. 15 ივნისის ღამეს, ირანმა კვლავ ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა თელ-ავივს. ამ ღამით ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს