Logo

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ

მსოფლიო
1035
Frontnews image description

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი 19 მაისს აზერბაიჯანის საზღვართან ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

 

ირანის პრეზიდენტთან ერთად, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აზერბაიჯანის აღმოსავლეთ პროვინციის გუბერნატორი მალეკ რახატი, ისლამური რევოლუციის ლიდერის წარმომადგენელი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში აიათოლა მუჰამედ ალი ალე ხაშიმი და რამდენიმე სხვა პირს. ყველა მათგანი დაიღუპა.

 

პრეზიდენტის დაღუპვა დაადასტურა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

იბრაჰიმ რაისის ნაცვლად დროებით პრეზიდენტად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა. ის თანამდებობას ორი თვის განმავლობაში დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის თანახმად კი საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება.

 

19 მაისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს, რომლის ბორტზე ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა, უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა.

 

ვერტმფრენის ძებნის ოპერაცია თითქმის 12 საათი გაგრძელდა. 

თაგები:

ირანი
Advertisement