ირანში ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის გამო ცნობილი მსახიობი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ირანში ცნობილი მსახიობი თარანე ალიდოსტი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა.
ირანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ „სიცრუის გავრცელებაში“ ადანაშაულებენ.
მსახიობი ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების მცდელობებს ჩაეხშოთ საპროტესტო ტალღა, გასულ კვირას კი ალიდოსიტიმ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აქციების ერთ-ერთი მონაწილის სიკვდილით დასჯა დაგმო.
მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ქურთი გოგონას – მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
მედიის ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, 1 800 კი დააკავეს. მათ ნაწილს სიკვდილი აქვს მისჯილი.
თაგები:
ირანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს