Logo

ირანში საქართველოს საელჩო - რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე

Frontnews image description

ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

"რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – აღნიშნულია განცხადებაში.

28 თებერვლის დილით, ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ირანზე თავდასხმა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ოპერაცია იყო. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის "საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თაგები:

ირანი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები