ირანში საპროტესტო აქციები და შეტაკებები გრძელდება - ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია

ავტორი
Front News საქართველო
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები და შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გრძელდება.
ირანში აქციები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 36 ადამიანია დაღუპული.
თაგები:
ირანი




