Logo

IRI ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

საზოგადოება
479
Frontnews image description

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ასახავს გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისია განახორციელა. IRI-ს წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში.

"გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა", – აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი

"მისიის განმავლობაში, გრძელვადიანი ანალიტიკოსები ატარებდნენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით. საბოლოო ჯამში, მისიის შეფასებით, არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე, ვიდრე წინა წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის.

მისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ", – აცხადებენ ორგანიზაციაში
 

თაგები:

Advertisement