ირინა სარიშვილი – არ არის ის კაცი, რომელიც შეწყალებას საჭიროებს, იმიტომ არ ჩამჯდარა ციხეში, რომ ახლა მისი გამოშვება მოითხოვონ


ავტორი
Front News საქართველო
მე მგონი, ჩვენ არ გვესმის, რა გადაწყვეტილება აქვს მას მიღებული და ვერც იმას ვაცნობიერებთ, რომ ის არ თამაშობს,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და პატიმრობის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ ის შეიწყალონ.
“არ არის ის კაცი, რომელიც შეწყალებას საჭიროებს, იმიტომ არ ჩამჯდარა ციხეში, რომ ახლა მისი გამოშვება მოითხოვონ, მას აქვს თავისი კონკრეტული მოთხოვნები და მისი გათავისუფლება უნდა იყოს სულ სხვანაირი.
მე მგონი, ჩვენ კარგად არ გვესმის, რა გადაწყვეტილება აქვს მას მიღებული და ვერც იმას ვაცნობიერებთ, რომ ის არ თამაშობს, ეს არის მისი რეალური გადაწყვეტილება და ამიტომ ექიმი იქნება ეს, თუ ჟურნალისტი, ყველა ჩვენი სიტყვა უნდა გამომდინარეობს აქედან. მართლა ძალიან სეროზული მდგომარეობაა და ამიტომ მე მოვუწოდებდი ლომჯარიასაც (საუბარია სახალხო დამცველზე), უფრო გაამკვეთროს განცხადებები, რადგან ძალიან მძიმე და სეროზული მდგომარეობა გვაქვს ყველას”, – განაცხადა სარიშვილმა.
მან შიმშილობის დროს თაფლიანი წყლის მიღების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და მესამე პრეზიდენტს თაფლიანი წყლის მიღების გაგრძელებისაკენ მოუწოდა.
“არ მოვუწოდებ შიმშილობის შეწვეტისაკენ, უბრალოდ, შენ რომ გქონდეს მიშა დრო და რასაც მოითხოვ, იმის შესრულების დროც იყოს, არ უნდა თქვა უარი თაფლის მიღებაზე, ვიღაცა დეგენერატების გამო, არაადამიანების გამო, რომლებიც თითო-თითო კოვზს ქილებად თვლიან. ამის გაკეთება არასწორი და ამაში მაინც რამენაირად უნდა წამოყვე შენს გულშემატკივრებს, ოჯახსაც, თანამოაზერეებსაც და საერთოდ ყველას, ვისაც ეს აწუხებს”, – განაცხადა სარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი