
ავტორი
Front News საქართველო
უპირველესი პრობლემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად შეგნებულად მიდის მკვლელობაზე – ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად ციხიდან ყავს ხელისუფლება მძევლობაში, რაც ამძიმებს სიტუაციას.
“ხელისუფლების მიზანი არის ძალიან მარტივი და ცუდი – ეს არის შენარჩუნდეს რუსული ხელისუფლება საქართველოში. ის ამისთვის მიდის ყველაფერზე, ამიტომ არის ეს მდგომარეობა ძალიან საშიში… უპირველესი პრობლემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად შეგნებულად მიდის მკვლელობაზე – ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ზეწოლითაც.
მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად მძევლებად ყავს დღევანდელი ხელისუფლება. ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ან “გააბანძოს” მიხეილ სააკაშვილი და ეს არ გამოსდის, ან ფიზიკურად გაანადგუროს. აქ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში”, – განაცხადა სარიშვილმა.
მისი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გონებაზეა, უსწრაფესად უნდა მოხდეს მისი სამოქალაქო კლინიკაში გადატყვანა. იმ შემთხვევაში კი, თუ ის გონებას დაკარგავს, ციხის კლინიკაში გადაიყვანენ, რაც მისი სიცოცხლისთვის საფრხთის შემცველია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს