Logo

ირინა ცააძე – ამ თაიგულის, ამ ტუალეტის ქაღალდის, “ფეირის” გამო ასამართლებენ პრეზიდენტს, რომელმაც სახელმწიფო შეგვიქმნა

პოლიტიკა
627
Frontnews image description

პიჯაკები, ყვავილების გვირგვინი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, – ეს ნივთები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ ირინა ცააძემ მიიტანა და აქცია-პერფორმანსი გამართა. 

 

მან სასამართლოსთან ასევე მიიტანა ე.წ. გალია, რომელშიც საქმის მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის ფოტოებია გაკრული.

 

“ამ თაიგულის, ამ ტუალეტის ქაღალდის, “ფეირის” გამო ასამართლებენ პრეზიდენტს, რომელმაც სახელმწიფო შეგვიქმნა. პირადად ვარ დასწრებული სასამართლოს, სადაც 3 საათი ლაპარაკობდნენ, როგორ იყიდეს “ფეირი”. ამ თაიგულს ამათ ვუტოვებ, ისინი დასამარებული არიან, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ქურდების დაწესებულება“, – განაცხადა ცააძემ.

 

საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მასზე დასწრების უფლება მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მისცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები