ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება


ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება 20 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდება, - ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მას წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირინე იმერლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა