Logo

ირინე წაქაძემ და ალექსანდრუ ნარტეამ 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი

პოლიტიკა
130
Frontnews image description

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტების ხელმოწერამდე, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის, ბავშვთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით, პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ირინე წაქაძემ ალექსანდრუ ნარტეას მადლობა გადაუხადა UNICEF-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა 2026 წელს გაწერილი აქტივობების მნიშვნელობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსა და UNICEF-ს შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმების მიზანია სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავების, სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ბავშვთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები