ირკუტსკის ოლქში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვის ოფისში ცეცხლი გახსნა


ავტორი
Front News საქართველო
უსტ-ილიმინსკში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების ოფისში ცეცხლი გახსნა, – ამის შესახებ ირკუტსკის რეგიონის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა.
მისი თქმით, დაჭრილია სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.
კობზევის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია.
21 სექტემბრიდან რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, რასაც რუსეთის მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს