ირმა სოხაძე – ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ხდება


ავტორი
Front News საქართველო
მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი “ქოცი”, მაგრამ ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება აღმაშფოთებელია.
“დღეს ძალიან შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ხდება. ეს არის სრული რღვევა და ნგრევა ჩვენი იმედების, რწმენის. როდესაც შენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი გეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ სცემ – ამაზე შეიძლება ადამიანი არ აღშფოთდე?!
მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი “ქოცი”, მაგრამ ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ხდება”, – განაცხადა ირმა სოხაძემ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
თაგები:
ირმა სოხაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს