
ავტორი
Front News საქართველო
ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა “გაიღიმეს” პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.
ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“, – აღნიშნულია სიმღერის ავტორების ერთობლივ განცხადებაში.
ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „აქციის საუნდრეკი გვაქვს – ზღაპრის ბოლო კეთილია. ესეც საქმეა”.
თაგები:
სიმღერა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს