
ავტორი
Front News საქართველო
ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ – ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის გადარჩენისთვის, ყველაფრისთვის მზად არიან და უკან არ დაიხევენ.
“რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. “დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა” – ეს არის თქვენი და თქვენი დამკვეთების შეფასება. დემოკრატია რომ არ იყოს, თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? ერთი 12 წლის წინ ვინმესთვის დაგესვათ ეს კითხვა, ვნახავდით რა დაგემართებოდათ”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
თაგები:
ირმა ზავრადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს