ირმა ზავრადაშვილი – ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის იმ ადამიანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს არის იმ ადამიანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და შემოვლითი გზით აღარ დასჭირდებათ საქართველოში დაბრუნება თავიანთ ოჯახებთან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ესეც არ შეუძლია.
ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ხელისუფლების ყოფნის პერიოდშიც, საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა.
ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდად, ომის გარეშე გაიაროს მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესები”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
თაგები:
ირმა ზავრადაშვილი




