
ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო კანონმდებლობით სიების ქონის უფლება აქვს ყველას, ყველა პარტიას. ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერი ვარ, რა თმა უნდა, მე არც ზეწოლას ვახდენ, არც აგიტაციას ვეწევი, არც სიმბოლიკით არ ვარ დატვირთული, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“’ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ იყო ბათუმში ჩასული.
როგორც ზავრადაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს რას აშავებს მე-5 კოლონის პარტია.
“ჩემი სურვილია, რომ ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები, მაგიტომ ვარ აქ,’’ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები იმართება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს