
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისა და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩემი ოჯახი და “ქართული ოცნების” ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს. ჯერ კიდევ საკითხავია სანქციების ვის დაეწესება და როგორ დაეწესება.
ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. მზად ვარ სანქციებისთვის. მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.
“ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის იმ პირებზე, ვინც არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობასთან კავშირში“,- აცხადებს ბლინკენი.
თაგები:
ირმა ზავრადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს