“ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია“


ავტორი
Front News საქართველო
ვინც მხოლოდ სასამართლო რეფორმაზე საუბრობს და მზად არის, ამას დასჯერდეს, უბრალოდ „სასარგებლო იდიოტია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურქსელში წერს.
"სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის ცხრა წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართლმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ, ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ „სასარგებლო იდიოტია“ – მეტი არაფერი“,- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს