“ის ყოველთვის არ არის ადეკვატური” – ზელენსკი პუტინის ბირთვულ მუქარას გამოეხმაურა


ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ბირთვული საფრთხეებით ემუქრება. და მან მართლაც შეიძლება გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“არავინ იცის რა უდევს მის თავში. მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური იარაღი ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ ან არა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას გააკეთებს. დარწმუნებული არ ვარ… მე გაგიზიარებთ რასაც ვფიქრობ, მაგრამ მე არ ვარ პუტინი, მადლობა ღმერთს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია ზუსტად იცოდეს პუტინის განზრახვების შესახებ.
“იმიტომ, რომ ის ყოველთვის არ არის ადეკვატური, რადგან არცერთ ადეკვატურ ადამიანს არ შეუძლია ასე უბრალოდ შევიდეს უკრაინაში და გააკეთოს ის, რაც მან გააკეთა.
ვფიქრობ, მას უყვარს თავისი ცხოვრება და ის, თუ როგორ წარმართავს სხვების ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას უნდა ეშინოდეს ბირთვული იარაღის გამოყენების”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს