
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლების ოპონენტების მიმართ იმ განაჩენს აყენებს, რაც თავად მმართველ ძალას სურს, რაც შემაშფოთებელია და აისახება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებშიც.
"ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება არ ხდება ამ შეთანხმებით, უკვე არის ძალიან თვალნათელი და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
მეორე დღესვე განცხადდა შეთანხმების შემდგომ, რომ გაგრძელდებოდა საქმეები. ეს ახლა დასტურდება კონკრეტული ნაბიჯებით. ეს ეხება უგულავას საქმის ხელახლა გაცოცხლებას და განცხადებებს მაღალი თანამდებობის პირების "ქართული ოცნების", რომ ორი საქმე გასაგებია, მაგრამ, ყველაფერი გაგრძელდება როგორც იყო. მით უმეტეს, ახლა ახალი შანტაჟი ნიკა მელიას მიმართ საერთოდ ამოვარდნილია ყველანაირი ჩარჩოდან, რომ თუ ის არ დაუჭერს რაღაცას მხარს, შესაძლებელია სასამართლომ დააყენოს ის განაჩენი, რაც ხელისუფლებას სურს", – აცხადებს გიგი წერეთელი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მემორანდუმით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვა პოლიტიკური კრიმინალების მიმართ კი შესაძლოა, სამართლებრივი საქმეები გაგრძელდეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს