
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში კანონის შესაბამისად უნდა მიეცეს.
"ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, არის მიუღებელი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერაა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინც დაარღვია კანონი, ვინც იძალადა, რასაკვირველია, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში", – განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს