ისარგებლეთ "საქართველოს ბანკის" ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, ახალი შეთავაზება მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც 2 და 3 მარტს iPlus-ის ფიზიკურ მაღაზიაში ნაწილ-ნაწილ გადახდით მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენს განახორციელებენ, 150 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარე iPlus-ის ფილიალებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




