Logo

“ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებ, შეიძლება ვერ გაასწრო აქედან”

საზოგადოება
877
Frontnews image description

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას, თუმცა გამოძიება უკანონო მოსმენებისა და მონტაჟის მიმართულებით უნდა დაიწყოს.

"მგონია, რომ პროკურატურამ, თუ ეს კითხვა არის, დიახ უნდა აღძრას საქმე, ჯერ ერთი უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, ამ შანტაჟზე, ამ დაჭრასა და მონტაჟზე. თორემ შინაარსს, ახლა თქვენ რომ მელაპარაკებით, ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებ, შეიძლება ვერ გაასწრო აქედან. ამიტომ, ჩემი აზრით, თუმცა ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, ამ მიმართულებით  უნდა აღძრას საქმე", – განაცხადა ზარქუამ "ტვ პირველის" ეთერში.

თაგები:

Advertisement