
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად დღეს, სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობას ხვდება.
"ეს არ არის შეხვედრა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეხება ბრძოლის გაგრძელებას სხვადასხვა ახალ პლატფორმაზე. ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაც ჩვენ შევთანხმდით. ის, რომ დღეს პარტიაში, ან ხვალ, ან გუშინ იყო, არის და იქნება განსხვავებული მოსაზრებები, მიხარია, ასეთი პარტია მინდა ავაშენო. სადაც პარტია ერთი, ორი და სამი ადამიანის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, ეს არის მარცხი, იქნება გაერთიანებული რეალური იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო", – განაცხადა ნიკა მელიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს, მანამდე კი კონსულტაციები გრძელდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს