ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება


ავტორი
Front News საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია.
"ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.
ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი. სხვადასხვა პოზიციებზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან შეუდგება", – აცხადებენ ორგანიზაციაში
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს