Logo

“ისინი აუცილებლად გვიხილავენ ჩვენ თბილისში, თუ არ მოეგებიან გონს”

საზოგადოება
1189
Frontnews image description

სოფელ გუმათში რკინის ბარიკადები ისევ აღმართულია. ხეობის მცველები ადგილზე შეკრებილები არიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხს ელოდებიან. 

შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი ნამოხვანში – ხეობის მცველები დიალოგის მომდევნო ეტაპზე, მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ გადავლენ. ისინი გადაწყვეტილებამდე, პროტესტს ჩვეულ ფორმატში აგრძელებენ.

"ვფიქრობთ, რომ მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გუშინ დავაყენეთ წინაპირობად მოლაპარაკებების დიალოგის დაწყების, არის ლოგიკური მოთხოვნები. თუ ჩვენ ვთანხმდებით ხელისუფლებასთან, რომ დიალოგის ფორმატში შესაძლებელია ჰიპოთეთურად დაშვება, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს (თუ ეს დიალოგის შედეგად დადგინდება), შესაბამისად ლოგიკურია კითხვა: თუ შეიძლება ჰესი არ აშენდეს, მაშინ რატომ ვახორციელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს ხეობაში და რატომ ვეხებით ლანდშაფტის იმ ადგილებს, რომელიც შეიძლება ხელშეუხებელი დარჩეს თუ პროექტი არ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს მათთვისაც ლოგიკური კითხვა იყო და ეს კითხვა ჩაიწერეს პრემიერთან განსახილველად. 

შემდგომი ლოგიკური კითხვაა: თუ მოსამზადებელი სამუშაოები შეწყდება და "ენკას", ანუ კერძო კომპანიის თანამშრომლები აღარ იქნებიან ხეობაში, მაშინ ჩვენ, მათივე ყბადაღებული არგუმენტით, აღარ წარმოვადგენთ საშიშროებას კერძო კომპანიის თანამშრომლებისთვის, შესაბამისად,  ჩვენი არ დაშვება ნამოხვანში და რეპრესიული ქმედებები კარგავს ყოველგვარ აზრს. აქედან გამომდინარე, ბლოკპოსტი, რომელიც გუმათჰესში მოაწყვეს, ლოგიკურად უნდა იქნას აღებული და შესაბამისად, მოგვეცეს საშუალება ჩვენი კარვები დავაბრუნოთ ძველ ლოკაციაზე და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, პროტესტის საწყისს ადგილას. 

რადგან ლოგიკური კითხვები დაისვა, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას. ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, რომ გუშინდელი შეხვედრა არ დაემსგავსოს შეხვედრა-შეხვედრისთვის. ჩვენ გვაქვს პოზიტიური განწყობები გუშინდელი შეხვედრიდან, რადგან ვნახეთ ხელისუფლების მიერ დათმობილი პოზიციები, მათგან შერბილებული ტონი, ის დამოკიდებულება, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ითხოვს ხელისუფლებისგან. ის შეფასებები, რომელიც ჩვენგან გაისმა არის მხოლოდ გუშინდელი შეხვედრის შეფასება და რა მოლოდინების წარმოქმნა, რადგან ჩვენ აუცილებლად ვრჩებით პრინციპულები, ვაგრძელებთ პროტესტს და მათგან შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების არდაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი რა თქმა უნდა გაგრძელდება, გაიზრდება და ისინი გვიხილავენ ჩვენ თბილისში. 

ვცადეთ ჩვენ ვადის შეთანხმება, თუმცა აპელირებდნენ პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარემოებებით, შესაბამისად, ვერ შევძელით კონკრეტული დღეების შეთანხმება, თუმცა განვუმარტეთ, რომ უახლოესს დღეებში ველოდებით მათგან ქმედით ნაბიჯებს. თუ ისინი გონივრულ ვადაში არ გვამცნობებენ ქმედით ნაბიჯებზე, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხდებოდა აქამდე, თუმცა პროტესტი რა თქმა უნდა გრძელდება გუმათში, ასევე სოლიდარობის აქციები გრძელდება სხვადასხვა ქალაქებში და ისინი აუცილებლად გვიხილავენ ჩვენ თბილისში, თუ არ მოეგებიან გონს", – განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ.

ხეობის მცველები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, გუშინ, მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები