
ავტორი
Front News საქართველო
მე აბსოლუტურად არაფერი – ქონება, ბიზნეს კავშირები, საბანკო ანგარიში არასდროს მქონია რუსეთში, არ მაქვს და რა თქმა უნდა, არც მექნება – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ისკო დასენი “ჯორჯიან თაიმსთან“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი მასხარა და თაღლითია და ტყუილებისთვის ნაცემიც არის.
“ხაბეიშვილი არის მასხარა, არის თაღლითი. ის ამ ტყუილებისთვის, რასაც ის აკეთებს, რამდენიმეჯერ ნაცემიც კი არის, ეგ არის უნამუსო. მე მაგაზე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არის კაცი. მეტს ვერაფერს აბსოლუტურად ვერ ვიტყვი. მე არაფერი იქ არ მაქვს, არ მქონია და არც მექნება“, – განაცხადა ისკო დასენმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს