Logo

ისრაელ კაცი - ღაზას მოსახლეობას შეუძლია დატოვოს ქალაქი, ეს მათი ბოლო შანსია

მსოფლიო
288
Frontnews image description

ღაზას მოსახლეობას შეუძლია დატოვოს ქალაქი IDF საგუშაგოების მეშვეობით, ეს მათი ბოლო შანსია, დატოვონ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი წერს.

მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორი ფაქტობრივად ორ ნაწილად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად გაყვეს.

კაცმა განმარტა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ეს წარმატება ღაზას ქალაქის გარშემო ალყას გაამკაცრებს. ყველას, ვისაც ქალაქის სამხრეთით დატოვება სურს, ასევე მოუწევს ისრაელის თავდაცვის ძალების საკონტროლო პუნქტების გავლა.

„ეს ღაზის მოსახლეობისთვის ბოლო შანსია, რომელთაც სურთ სამხრეთში გადასვლა და ჰამასის ტერორისტების იზოლაციაში დატოვება ღაზას ქალაქში, ისრაელის თავდაცვის ძალების სრულმასშტაბიანი აქტივობის ფონზე. ისინი, ვინც ღაზაში დარჩებიან, ტერორისტები და ტერორიზმის თანამზრახველები იქნებიან“, - განაცხადა კაცმა.

როგორც მან აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა სცენარისთვის მზად არის და გადაწყვეტილი აქვთ გააგრძელონ ოპერაციები მანამ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და ჰამასი არ განიარაღდება, რაც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს.

თაგები:

ისრაელი
Advertisement