ისრაელი “ჰეზბოლას” დარტყმაზე პასუხს ამზადებს


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით სტადიონზე “ჰეზბოლას” დარტყმაზე პასუხს ამზადებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა საპასუხოდ “მოქმედების კურსი” უკვე აირჩია.
თავდასხმის შემდეგ, სამხედრო და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს “ჰეზბოლას” წინააღმდეგ მოქმედების ვარიანტები“ წარუდგინეს.
“გალანტმა მოქმედების მიმართულებები განსაზღვრა და თავდაცვის დეპარტამენტს შესაბამისი მითითებები მისცა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, ჩრდილოეთ ისრაელის დრუზთა (ისრაელის მოქალაქე არაბები) საზოგადოება აცხადებს, რომ “ჰეზბოლამ” გადალახა ყველა წითელი ხაზი და თუ ისრაელი არ უპასუხებს, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ამას”. დრუზებმა ისრაელის ხელისუფლებას 4-საათიანი ვადა მისცეს.
ისრაელის მედიის ცნობით, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 10-დან 20 წლამდეა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ “ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. “ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-დან ისრაელში სასწრაფოდ ბრუნდება.
იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება, რომ გოლანზე დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს