Logo

ისრაელის ელჩი – ბავშვებს მოაჭრეს თავი, ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ

საზოგადოება
1132
Frontnews image description

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადა მეიცადი აცხადებს, რომ “ჰამასის” წევრებმა ღაზის სექტორთან ახლოს ბავშვებს თავები მოჰკვეთეს.

 

ის ამას ბარბაროსულ აქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მსგავსი სისასტიკე ბოლო წლების განმავლობაში არ უნახავს.

 

“ღაზის სექტორთან ახლოს 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ, 1000-კაციანი კიბუცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი, ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. “ჰამასი” და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა “ჰამასის” რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო”, – განაცხადა ელჩმა “ფორმულას” ეთერში.

 

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორთან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს. მედია წერდა, რომ ნაპოვნია 40 ბავშვის ცხედარი, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ.

 

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. 

 

თაგები:

ისრაელი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები