ისრაელის თავდაცვის ძალების ბრძანებით, ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნა ეკრძალებათ


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ გასცა ბრძანება, რომელიც ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნას კრძალავს, – შესახებ ინფორმაციას strana.co.il ავრცელებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანში მყოფ ისრაელის სამხედრო პერსონალს დაევალა დაუყოვნებლივ დატოვონ ეს ქვეყნები. ბრძანება ეხება როგორც წვევამდელებს, ასევე საკონტრაქტო ჯარისკაცებს.
მედიის ინფორმაციით, ბრძანება გაიცა ირანის მუქარის ფონზე, რომ ისრაელის ობიექტებზე საზღვარგარეთ შეტევები განხორციელდება, საქართველოსა და აზერბაიჯანში კი ირანის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და ეს ქვეყნები თეირანთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს