
ავტორი
Front News საქართველო
ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ჰამასის" მიერ ისრაელის მისამართით ნასროლი რაკეტები, უკანვე ბრუნდება და ეს პირველი შემთხვევა არ არის – ბოლო სამი დღის განმავლობაში 350 რაკეტა წარუმატებლად გაუშვა, ეს რაკეტები ღაზას სექტორის უდანაშაულო მცხოვრებთა სიცოცხლეს იწირავს", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაუმ განაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
სამი დღის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს უახლოვდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს