Logo

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ისრაელი "ირანის თავდასხმების რამდენიმე ტალღას" ელოდება

მსოფლიო
449
Frontnews image description

ირანმა ისრაელის მიმართულებით თავდაპირველად 100-ზე მეტი დრონი გაუშვა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. IDF აცხადებს, რომ თავდაცვის სისტემები საფრთხის გასანეიტრალებლად მუშაობენ და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ "ირანის თავდასხმების რამდენიმე ტალღას" ელოდება.

ისრაელის არმიამ პარასკევს, 13 ივნისს, ირანის ქალაქ ისპაჰანში ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.

სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი შურისძიებისგან მოკავშირეების დახმარების გარეშე.

ბრიფინგის ტრანსლაცია მოულოდნელად დასრულდა. მოგვიანებით, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ის შეწყდა ცენტრალურ ისრაელზე ირანის მოახლოებული თავდასხმის გამო.

13 ივნისის ღამეს, ისრაელის ავიაციამ ირანში სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს, მათ შორის ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების უდიდეს ობიექტს.

მედიის ცნობით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა. ის 14 დღის განმავლობაში იგეგმება.

ირანში ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს სულ მცირე 20 მაღალი რანგის ირანელი მეთაური დაიღუპა. ასევე, ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს.

გარდა ამისა, ისრაელის არმიამ გამოაცხადა ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების ოპერაციის დასრულების შესახებ. ბოლო საათების განმავლობაში ათობით სამხედრო ობიექტი განადგურდა.

ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერი. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.

Advertisement