ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

ავტორი
Front News საქართველო
ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"კვირას ეროვნული გლოვის დღე გვექნება მერონის მთაზე მომხდარი კატასტროფის გამო. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში მოხდა“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 44 ადამიანია გარდაცვლილი, 100-ზე მეტი კი დაშავებული.
შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
თაგები:





