ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

ავტორი
Front News საქართველო
“ჰამასის” თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულია 3 400-ზე მეტი ადამიანი.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო.
ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანას ხანგრძლივი ბრძოლა ელის, თუმცა ისრაელი აუცილებლად გაიმარჯვებს და “ჰამასი” განადგურდება.
თაგები:
ისრაელი




