Logo

“ისრაელში მყოფმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო”

საზოგადოება
670
Frontnews image description

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში მყოფმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო. 

მისივე თქმით, ისრაელში საქართველოს საელჩო მასთან კავშირზეა და არავითარი საფრთხე დაშავებულის ჯანმრთელობას არ ემუქრება.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის გზით და გამოინახოს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სარაკეტო თავდასხმები და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ჰქონდა ერთ ინციდენტს ადგილი ჩვენს მოქალაქესთან დაკავშირებით. მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება. მინდა, დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც. საელჩო არის მასთან კომუნიკაციაზე და არანაირი გართულება არ არის, არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება, ის უკვე გამოწერილია და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები