Logo

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს წარმოგიდგენთ

Frontnews image description

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. 

 

თიბისი კონცეპტი  და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. 

 

წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. 

 

9 მაისი  

 

20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი

 

21.00 სთარ სთეიჯი-  ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ  (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason) 

 

10 მაისი

 

20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი  და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი

 

21.00  სთარ სთეიჯი –  გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”) 

 

11 მაისი 

 

20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ –  იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju) 

 

21.00 სთარ სთეიჯი – ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever) 

 

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: 

 

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.კომპანია „აუდიო ლაბის“  ვინილების გამოფენა/გაყიდვა.კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

 

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

 

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

 

ფესტივალის სპონსორია ვიზა. 

 

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

 

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. 

 

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement