Logo

ისტორია დაიწერა – “ევროპის უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

1409
Frontnews image description

“ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის მთავარ ლიგაში ითამაშებს.

 

სულ რაღაც 2 წლის წინ მხოლოდ სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე “ევროპის უნივერსიტეტი” დღეს საქართველოს საუკეთესო გუნდთა შორისაა.

 

“ევროპის უნივერსიტეტმა” “ფუსტალის ლიგა 2“-ის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, ქუთაისის “მართვეს“ წინააღმდეგ ფლეი-აუტი ითამაშა და მოწინააღმდეგეს სერია მშრალად მოუგო, “ევროპელებმა” მეტოქე ორ თამაშში დაამარცხეს და “ფუტსალის უმაღლესი ლიგის“ საგზური მოიპოვეს.

 

“ევროპის უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდი მომდევნო სეზონიდან საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები