ისტორიაში პირველად უკრაინულმა ფილმმა ოსკარი მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
ლოს-ანჯელესში ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელი რეჟისორის მესტილავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში” საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ეს ისტორიაში პირველი ოსკარია, რომელიც უკრაინული ფილმის ავტორებს გადაეცათ.
“ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი. გავცვლიდი ამ ქანდაკებას იმაში, რომ რუსეთი არასოდეს შესულიყო ჩვენ ქალაქებში, არ მოეკლა ათიათასობით ჩვენი მოქალაქე… ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს. ეს არის შეხსენება მსოფლიოსათვის, თუ რამდენად აუცილებელია ამ შემოჭრის შეჩერება. მე აქ ვდგავარ, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს, კარგავენ სახლებს, იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება უფრო მეტ ადამიანს მოუყვება იმის შესახებ, რაც ხდება და ისინი შეგვამჩნევენ”, – განაცხადა რეჟისორმა.
თაგები:
ოსკარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს