ისწავლე ამერიკაში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით - დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე


ავტორი
Front News საქართველო
იმ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, შესაძლებლობა აქვთ, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება.
30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარით ვებინარს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებებსა და რჩევებს გაგიზიარებენ.
ვებინარის ფარგლებში:
გაიგებთ როგორ ისწავლოთ ამერიკაში სრული დაფინანსებით;
დეტალურად გაეცნობით პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს;
მიიღებთ აპლიკაციის შევსებისთვის მნიშვნელოვან რჩევებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
* შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის გავლის დროს გამოყენებულ მეილზე მიიღებთ.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა