ისტვან ჰოლიკი - საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა


ავტორი
Front News საქართველო
მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა, - აცხადებს უნგრეთის პარლამენტის წევრი ისტვან ჰოლიკი, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.
„მეცხრე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით, მთელი პროცედურა ძალიან გამჭვირვალეა, პროცესი მაღალი სიზუსტით არის ორგანიზებული. მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია. თუკი ხმის მიცემის ეს ელექტრონული მოწყობილობები კარგად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა არჩევნებზე, ვფიქრობ, ისინი კარგად იმუშავებს ქართველი ხალხისთვისაც. ამ საარჩევნო სისტემით მთელი პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი“, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა.
თაგები:
არჩევნები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს