ISW – უკრაინის შეიარაღებული ძალები 70 კმ-ით დაწინაურდა და იზიუმი შესაძლოა, 48 საათში სრულად გაათავისუფლონ

ავტორი
Front News საქართველო
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების ხაზები 70 კილომეტრამდე სიღრმეზე გაარღვიეს და მოსალოდნელია, რომ 48 საათის განმავლობაში იზიუმი შესაძლოა, სრულად გაათავისუფლონ.
“უკრაინის ჯარებმა გაარღვიეს რუსული ხაზები ზოგან 70 კილომეტრის სიღრმეზე და გაათავისუფლეს 3000 კილომეტრზე მეტი ტერიტორია 6 სექტემბრიდან ბოლო ხუთ დღეში – ეს არის უფრო მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საერთაშორისო ანალიტიკოსების აზრით, ხარკოვის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევამ გაანადგურა რუსული ჯარები და დაანგრია რუსული მიმართულების ღერძი ჩრდილოეთ დონბასამდე.
ISW-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები არ ახორციელებენ ჯარების კონტროლირებად გაყვანას და ნაჩქარევად გარბიან ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთდან, რათა თავიდან აიცილონ ალყა იზუმის გარშემო.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის წარმატება მხოლოდ იზიუმით არ შემოიფარგლება.
“უკრაინის ჯარები, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ ქალაქ იზიუმს უახლოეს 48 საათში, თუ ეს უკვე არ გააკეთეს. იზიუმის გათავისუფლება იქნება უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევა მარტში კიევის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორ საერთაშორისო ანალიტიკოსები აცხადებენ, იზიუმიდან გაქცეული რუსების წარმატებული გარშემორტყმა გამოიწვევს ოკუპანტის მნიშვნელოვანი ძალის განადგურებას ან ხელში ჩაგდებას და გაამწვავებს რუსეთის სამხედრო და მორალურ პრობლემებს.
Deepstatemap-ის მონაცემებით, უკრაინელი მებრძოლები ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებისგან იზიუმის გაწმენდას აგრძელებენ.
თაგები:
იზიუმი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


