IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ


ავტორი
Front News საქართველო
IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ მიემართებიან.
აქციის გამო, ადგილზე შეწყვეტილია სატრანსპორტო მოძრაობა.
აქციის მონაწილეებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ბანერები აქვთ წარწერით – “საჭიროა პროტესტი”; “მთავრობა არ მუშაობს”.
აქციის მონაწილეები სხვა კომპანიებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მიუღებელია მოქალაქეებზე ძალადობა და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს