Logo

იტალაიაში ქართველებისა და უკრაინელებისგან შემდგარი ორი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს

საზოგადოება
693
Frontnews image description

იტალიური მედიის ცნობით, იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელებისგან შემდგარი ორი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს.

ოპერაცია იტალიის რამდენიმე რეგიონში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გაცემულია 62 პირის დაკვების ორდერი.

გამოძიების ცნობით, დაჯგუფებების წევრები ჩრდილოეთ იტალიაში საცხოვრებელი ბინების გატეხვასა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილები.

როგორც იტალიური პრესა წერს, ბინების გაქურდვა ხდებოდა „ქართული მეთოდით, რაც გულისხმობს კარის საკეტის გატეხვას სპეციალური ინსტრუმენტებით გატეხვის ხილული კვალის დატოვების გარეშე“.

თაგები:

Advertisement